მოცვის ნამცხვარი ხილის მინანქრით
დაგვჭირდება:
2 კვერცხი
1 ჭ. შაქარი
150 გ კარაქი
1 ლიმნის წვენი და ცედრა
1,5 ჭ. ფქვილი
სოდა ძმრით
ვანილი
მწიკვი მარილი
0,5 ჭ. რძე
1ჭ. მოცვი
მიანანქრისთის:
2 ჭ. შაქრის პუდრა
1 ლიმნის წვენი
0,5 ჭ. მოცვი
ნამცხვრისთვის ვიყენებთ ცოცხალ, გაყინულ ან მშრალ მოცვს.
ლიმონს მოვაცალოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი.
ავთქვიფოთ შაქარი და კარაქი, დავუმატოთ კვერცხი, ლიმნის წვენი. დავუმატოთ ფქვილი, სოდა ძმრით, ვანილი და მარილი. კარგად მოვურიოთ და დავუმატოთ რძე.
მოცვი ამოვავლოთ 1 ს.კ. ფქვილში და დავუმატოთ ცომს. იქვე დავამატოთ ლიმნის ცედრა. კიდე მოვურიოთ და გადავიტანოთ საცხობ ფორმაში.
გამოვაცხოთ 175 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათი.
მოცვი დავსრისოთ ჩანგლით, გავატაროთ საცერში. დავუმატოთ ლიმნის წვენი და პუდრა და ავთქვიფოთ.
მოვასხათ ეს მინანაქარი ჩვენ ნამცხვარს.
გემრიელად მიირთვით!