top of page

მსუბუქი ჩიზქეიქი კენკრას ჯემით


დესერტი მათთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ცხობა არ უყვარს . ამ მსუბუქი, ნაზი იოგურტის ჩიზქეიქის გემო გულგრილს არავის დატოვებს.

დაგვჭრდება:

200 გ ფხვიერი ნეიტრალური ორცხობილა

100 გ კარაქი

2 ს.კ. ნიგოზი

500 მლ რომელიმე ნეიტრალური იოგურტი

200 მლ მაღალცხიმიანი ნაღები

100 გ შაქარი

4 ს.კ. რძე

8-10 გ ჟელატინი

1 ლიმონი

ვანილი

100 გ რომლიმე კენკრას ჯემი, თქვენი გემოვნებით

დამდნარი კარაქი, დავლენდერებული ნიგოზი და ორცხობილები კარგად ავურიოთ ერთმანეთს. ეს მასა გავანაწილოთ პატარა ფორმების ძირზე ისე, რომ დაახლოებით 1/4 დაფაროს და კარგად დავტკეპნოთ. შევდოთ მაცივარში დაახლოებით 30 წუთი.

ჟელატინი ჩავდოთ ცივ წყალში 10 წუთით. შემდეგ გადავწუროთ წყალი და ჩავდოთ გაფუებული ჟელატინი ადუღებულ რძეში. მოვურიოთ მანამ, სანამ ჟელატინი სტულად არ გალღვება. აქვე დავამატოთ შაქარი და კარგად მოვურიოთ, შაქარიც უნდა გადნეს. გავაგრილოთ ეს მასა.

ავთქვიფოთ ნაღები კარგად, დავუმატოთ იოგურტი და კარგად მოვურიოთ. დავუმატოთ ჟელატინის მასა. ლიმონს გავაცალოთ ცედრა და ისიც დავამატოთ ამ მასას. ბოლოს, დავუმატოთ ვანილი, ყველაფერს კარგად მოვურიოთ და დავასხათ ეს მასა ჩვენ გაციებულ ძირზე, ფორმებში. ავავსოთ ფორმები 3/4. შევდოთ მაცივარში მინიმუმ 3-4 საათით.

გაციებულ და გამყარებულ ჩიზქეიქს მოვასხათ თითო სუფრის კოვზი ხილის ჯემი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page