ნივრიანი ტოსტი პომიდორით და კვერცხით
დაგვჭირდება:
4 ნაჭერი მარცვლოვანი პური
4 კვერცხი
1 კბილი ნიორი
4 ჩერი პომიდორი
მარილი
შავი წიწაკა
20 გ კარაქი
პური ჩავდოთ ტოსტერში ან შევდოთ ღუმელში და გავხუხოთ. შემდეგ კარგად წავუსვათ თითო ნაჭერს შუაზე გაჭრილი ნიორი. დავადოთ ზევიდან შუაზე გაჭრილი პომიდორი და შევდოთ ისევ ღუმელში რამოდენიმე წუთით, პომიდორი სანამ დარბილდება.
პატარა ტაფაზე შევწვათ თითო-თითო კვერცხი, ან გამოიყენეთ სპეციალური ფორმბი, კვერცხი რომ არ დაიშალოს.
დავადოთ პურს ზევიდან კვერცხი და მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.
გემრიელად მიირთვით!