top of page

პასტა ჰარისა


ჰარისა- აჯიკის მსგავსი პასტა, რომელიც გავრცელებულია თურქულ და არაბულ სამზარეულოში.

ჰარისას პასტის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

4 კბილი ნიორი

1 კგ წითელი წიწაკა

1 ჩ.კ. ხმელი ქინძი

1 ჩ.კ. კუმინი (ძირა)

მარილი გემოვნებით

ზეითუნის ზეთი

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსამდე, საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი. გარეცხილი და გამშრალი წიწაკა დავალაგოთ საცხობ ფორმაზე და მოვასხათ 2 ს.კ. ზეთი. გადავაფაროთ ფოლგა და შევდოთ ღუმელში დაახლოებით 40 წუთით.

გამომცხვარი წიწაკა გავაგრილოთ, მოვაშოროთ თესლი, ყუნწები და დავაბლენდეროთ.

ძალიან წვრილად დავჭრათ ან დავჭყლიტოთ ნიორი. დავუმატოთ ნიორი წიწაკას, იქვე დავუმატოთ ძირა, ქინძი,მარილი და კარგად მოვურიოთ.

გამზადებული პასტა მოვათავსოთ შუშის ქილებში, ზევიდან მოვასხათ ზეითუნის ზეთი, დავახუროთ თავსახური და შევინახოთ გრილ, მშრალ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page