top of page

ქათმის მინიონები ჰარისას პასტით


ჰარისა- აჯიკის მსგავსი პატა, რომელიც გავრცელებულია თურქულ და არაბულ სამზარეულოში. დღეს მოვამზადოთ ქათმის უგემრიელესი მედალიონები.

დაგვჭირდება:

2 მზრდილი ქათმის მკერდი

4 ფირფიტა ბეკონი

4 ს.კ. პასტა ჰარისა ან კარგი მეგრული აჯიკა

პატარა კონა ბეგქონდარა

1 თავი ხახვი

პატარა შეკვრა სატაცური

მარილი

შავი წიწაკა

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

კათმის მკერდი გავჭრათ 2 ნაწილად და შემდეგ ისე გავსროთ, რომ გამოგვივიდეს 4 მოზრდილი თხელი ნაჭრები. მოვაყაროთ მარილი, წიწკაკა და ნახევარი ბეგქონდარა, გადავახვიოთ რგოლებად და შემოვაკრათ ბეკონის ფირფიტები. დავამაგროთ ხის ჩხირებით.

მოვბრაწოთ ჩვენი ქათმის რგოლები გახურებულ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსამდე. დავჭრათ ხახვი თხლად და დავდოთ საცხობ ფორმაზე. ქათმის მედალიონებს ზევიდან გადავუსვათ პასტა-ჰარისა ან ცოტაოდენ კარაქთან აზელილი აჯიკა. მოვაყაროთ დარჩენილი ბეგქონდარა. დავადოთ ქათმის მედალიონები ხახვზე და გამოვაცხოთ ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში.

ამასობაში, ტაფაზე, სადაც ქათამი შევწვით შევწვათ სატაცური.

გამზადებული ქათამი მიირთვით ბოსტნეულის გარნირთან ერთად

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page