მატჩა-მწვანე ჩაის ტორტი თეთრი შოკოლადის მუსით
მატჩა- იაპონური მწვანე ჩაია, რომელსაც ამზადებენ მწვანე ჩაის ნორჩი ფოთლებისგან. მათ ფქვავენ ძალიან თხლად და მატჩა სწორედ ასეთი სახით გვხვდება.
ეს მწვანე ჩაი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის ვიტამინებს, მიკროელემენტებს და გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი მსოფლიოში.
ასე რომ, დღეს ჩვენ მხოლოდ გემრიელს კი არა, სასარგებლო ნამცხვარსაც მოვამზადებთ. მატჩა-მწვანე ჩაი მას ნაზ მწვანე ფერს მისცემს.
ფისტაშკის ფენისთვის დაგვჭრდება:
80 გ კარაქი
80 გ შაქარი
2 კვერცხი
80 გ ფისტაშკები
2 ს.კ. სახამებელი
2 ს.კ. ფქვილი
ჟასმინის მუსისთვის:
1 ს.კ. ჟასმინის მწვანე ჩაი
2 ს.კ. წყალი
150 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
1 ფირფიტა ან 1 ჩ.კ. ჟელატინი
75 გ თეთრი შოკოლადი
მატჩა-მწვანე ჩაის მუსისთვის:
1 ს.კ. მატჩა-ჩაი
2 ს.კ. წყალი
150 მლ ნაღები
1 ფირფიტა ან 1 ჩ.კ. ჟელატინი
75 გ თეთრი შოკოლადი
კარაქი ა შაქარი კარგად ავთქვიფოთ, ავუმატოთ კვერცხი, ავთქვიფოთ. დაბენდერებული ფისტაშკები, შევურიოთ ფქვილი და სახამებელი და ეს მასა შევურიოთ ცომს. კარგად მოვურიოთ და გამოვაცხოთ 170 გრადუსამდე გახურებუოლ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი. ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი.
გამომცხვარი ბისკვიტი უნდა გავაგრილოთ ფორმაშივე, შემდეგ კი ამოვიღოთ.
ჟასმინის მუსის მოსამზადებლად მოვამზადოთ ჟასმინის ჩაი. ამისათვის ავადუღოთ წყალი და დავასხათ ჩაის. 10 წუთი დავაყენოთ, შემდეგ კი გადავწუროთ.
ნაღები კარგად ავთხვიფოთ და შევდოთ მაცივარში.
ამასობაში, ჟელატინი ჩავდოთ წყალში 5-10 წუთით. შოკოლადი გავალღვოთ ორთქლზე.
ჩაი დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. როგორც კი დაიწყებს დუღილს, ჩავდოთ გადაწურული ჟელატინი და ვურიოთ, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გადნება.
ამის შემდეგ, შევურიოთ ეს მასა გამდნარ შოკოლადს და კარგად მოვურიოთ. დავუმატოთ 1/3 ულუფა ნაღები, მოვურიოთ, შემდეგ კიდე 1/3, ისევ მოვურიოთ და ბოლოს დანარჩენი ნაღებიც შევურიოთ. მასა უნდა გასქელდეს.
ეს მუსი უნდა მოვათავსოთ გაგრილებულ ბისკვიტზე და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 45 წუთით (გამოიყენეთ საცხობი ფორმის რკალი სისწორისთვის).
ზუსტად იგივე წესით მოვამზადოთ მატჩა-ჩაის მუსი. გავანაწილოთ ეს მუსი ჟასმინის ფენაზე და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 3 საათით (ან მთელი ღამით).
ამის შემდეგ, მოვაშოროთ ნამცხვარს ფორმა და დავჭრათ ცხელწყალში დასველებული დანით.
გემრიელად მიირთვით!