top of page

ხორცის რულეტები ტკბილი წიწაკით და სოიოს სოუსით


მიუხედავად ასეთი ამინდისა, გაზაფხული მაინც ხომ მოვიდა, ჰოდა ჩვენც საგაზაფხულო, ძალიან გემრიელი კერძი მოვამზადოთ.

დაგვჭირდება:

500 გ საქონლის რბილი ხორცი

1 წითელი, 1 ყვითელი და 1 მწვანე ბულგარული წიწაკა

1 ჩ.კ. გახეხილი ჯინჯერი

1 ს.კ. ლიმნის წვენი

ზეითუნის ზეთი

მარილი

შავი წიწაკა

1 ს.კ. თაფლი

2 ს.კ. სოიოს სოუსი

2 ს.კ. ვაშლის ძმარი

1 კბილი ნიორი

ოდნავ-ჩილის სოუსი ან აჯიკა

საქონლის ხორცი დავჭრათ თხელ, მოზრდილ ნაჭრებად და ოდნავ დავბეგვოთ.

გახეხილი ჯინჯერი, ლიმნის წვენი, მარილი, წიწაკა, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი ერთად ავურიოთ და ჩავდოთ ამ მარინადში ხორცი. დავტოვოთ დაახლოებით 20 წუთით.

წიწაკა დავჭრათ თხელ გრძელ ნაჭრებად. გავახუროთ ტაფაზე ზეითუნის ზეთი და მოვბრაწოთ წიწაკა. წიწაკა არ უნდა დარბილდეს.

სოუსის მოსამზადებლად, სოიოს სოუსი, თაფლი, ჩილის სოუსი, ვაშლის ძმარი ერთად შევათბოთ , დავუმატოთ ნახევარი ჩ.კ. ჯინჯერი და გახეხილი ნიორი. გავაჩეროთ 10-15 წუთი, შემდეგ დავუმატოთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და კარგად მოვურიოთ.

ხორცი შევწვათ ტაფაზე, მოვათავსოთ შემწვარ ხორცზე წიწაკები და გადავახვიოთ რულეტივით.

მირთმევის წინ, მოვასხათ სოიოს სოუსი, ან ეს სოუსიმივართვათ ცალკე, ხორცთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page