top of page

ისპანახის და ფეტას ღვეზელი


დაგჭირდება:

500 გ ფენოვანი ცომი

400-500 გ ისპანახი

1 თავი ხახვი

3-4 კბილი ნიორი

1 კვერცხი

პატარა კონა ბაზილიკი ან შაშკვლავი (თუ ცოცხალი ვერ იშოვეთ, ოდნავ ხმელი დაამატეთ)

150-200 გ ფეტა (შეგიძლიათ შეცვალოთ იმერულით, სულგუნით, თქვენი გემოვნებით)

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილი

წიწაკების მიქსი

ცალკე:

1 კვერცხის გული

1 ს.კ. არაჟანი ან რძე

ისპანახი წამოვადუღოთ, გადავწუროთ და დავჭრათ. დავუმატოთ ოდნავ მოთუშული, წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, ათქვეფილი კვერცხი და გახეხილი ყველი.

დავუმატოთ ცოტა მარილი, წიწაკა და კარაგად მოვურიოთ.

გავაბრტყელოთ ცომი 2-3 მმ სისქემდე, დავჭრათ დაახლოებით 10 სმ გვერდის კვადრატებად. შუაგულში მოვათავსოთ შიგთავსი და შევკრათ კონვერტებად.

ზევიდან გადავუსვათ ერთად ათქვეფილი არაჟანი და კვერცხის გული და გამვაცხოთ დაახლოებით 25 წუთი 190-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page