მარტივი ორცხობილები გორდონ რამზის რეცეტით
დაგვჭირდება:
250გ კარაქი
150გ შაქარი
1 კვერცხი
ვანილი
სოდა ძრით
250გ ფქვილი
90 გ სიმინდის ფქვილი
250 გ მოხარშული შესქელებული რძე
შაქრის პუდრა
რბილი კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ვანილი, სოდა ძმრით, სიმინდის ფქვილი, ფქვილი. კარგა მოვურიოთ.
ხელები ამოვავლოთ ფქვილში და გამოვძერწოთ ერთი ზომის პატარა ბურთულები. დავალაგოთ ეს ბურთულები საცხობ ფორმაზე და ოდნავ მივცრისოთ ხელით. შევდოთ 10-15 წუთით მაცივარში, რომ გამკვრივდენ.
გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებუოლ ღუმელში დაახლოებით 10 წუთი.
როცა ორცხობილები გაცივდება, დავაწყვილოთ ისინი და შევაერთოთ შესქელებული რძის დახმარებით. მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!