top of page

სტაფილოს კერმ-სუპი ჯინჯერით


ისევ აცივდა და ცხელი წვნიანები კვლავ აქტუალურია. ამ ქარიან ამინდს განსაკუთრებით მოუხდება სტაფილოს კრემ-სუპი, რომელსაც დავუმატებთ ჯინჯერს. ჯინჯერი პიკანტურ გემოს მისცემს სუპს და თან ჩვენ იმუნიტეტზე იზრუნებს.

დაგვჭრდება:

250 გ სტაფილო

1 თავი ხახვი

3-4 კბილი ნიორი

1 ს.კ. გახეხილი ჯინჯერი

200 მლ ნაღები

200 მგ ქათმის ბულიონი (ან წყალი)

მარილი

შავი წიწაკა

20-30 გ კარაქი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

ნიორი წვრილად დავჭრათ ან დავჭყლიტოთ, ასევე, წვრილად დავჭრათ ხახვი და მოვთუშოთ ორივე ერთად. ტაფას ჯერ ზეთი მოვასხთ, შემდეგ კარაქი დავუმატოთ.

სტაფილო გავთალოთ და დავჭრათ თხლად. დავუმატოთ ხახვს და ნიორს და ოდნავ მოვთუშოთ ესეც. შემდეგ დავუმატოთ ჯინჯერი, მარილი, წიწაკა, დავასხათ წყალი ან ბულიონი და და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 20-30 წუთი.

ამის შემდეგ, დავაბლენდეროთ სუპი, დავუმატოთ ნაღები და შევათბოთ დაბალ ცეცხლზე.

გამზადებულ სუპს შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტაოდები ქინძი ან გააფორმოთ ცოცხალი სტაფილოთი ან ჯინჯერით.

მიირთვით ნივრიან ორცხობილებთან ერთად!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page