top of page

ტოსკანული თეთრი ლობიოს სუპი ბეკონით


ტოსკანური სამზარეულოს ეს კერძი ჩვენ რაჭულ ლობიოს ძალიან ჰგავს. და, რაც მთავარია, ნოყიწრი და გემრიელია. მისი მომზადებაც საკმაოდ მარტივია.

დაგვჭრდება:

500 გ თეთრი ლობიო

250გ კარგი შებოლილი ბეკონი

1-2 სტაფილო

2 თავი ხახვი

2-3 კბილი ნიორი

1 კონა ნიახური

1 -1,5 ლ წყალი (ან ბულიონი)

1 ქილა კანგაცლილიპომიდორი საკუთარ წვენში

მარილი

წითელი წიწაკა

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

ლობიო მოვხარშოთ და გადავწუროთ. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, ნიახური და ცოტა ხანი ერთად ვთუშოთ. დავუმატოთ ნიორი, პომიდორი, კარგად მოვურიოთ, 1-2 წუთში დავუმატოთ ლობიო და დავასხათ წყალი. ვხარშოთ დაახლოებით 20 წუთი. დავუმატოთ მარილი და წიწაკა.

გამზადებულ კერძს ზევიდან მოვაყაროთ მოხრაკული ბეკონი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page