top of page

ხბოს ხორცი ფრანგულად, ანუ  Veau Orlof


ამ კერძით პირველად პარიზში, ეკატერინე II-ს ფავორიტს, გრაფ ორლოვს გაუმასპინძლდენ. ამიტომ მას ხშირად ასეთი სახელწოდებით მოიხსენიებენ.

საოცრად გემრიელი კერძია, თუმცა დროთა განმავლობაშ რეცეპტმა სახეცვლილება განიცადა და მას ამზადებენ ღირის ხორცითან, სოკოს გარეშეც და ხანდახან, ფრანგული სოუსი- ბეშამელის ნაცვლად გამოიყენებენ მაიონეზს. თუ თქვენ ოდნავ მაინც გურმანობის პრეტენზია გაგაჩნიათ, არავითარ შემთხვევაშ არ გამოიყენებთ მაიონეზს ამ კერძში. და საერთოდ, ნაყიდი მაიონეზის გამოყენება ჩვენი კერძებისთვის კატეგრიულად დაუშვებელია! მას მხოლოდ დაბალი კატეგორიის სამზარეულოებსა და რესტრნებში იყენებენ. ერთ-ერთი ყველაზე მავნე და ცუდი პროდუქტია.

მით უმეტეს, ჩვენ გვერდზე უამრავი კარგი დრესინგის , სხვადასხვა სოუსების და შინაური მაიონეზის რეცეპტები შეგვიძლია მოვძებნოთ.

დაგვჭრდება:

1 კგ რბილი ხბოს ხორცი

6-7 საშუალო კარტოფილი

4-5 თავი ხახვი

200 გ რომელიმე მყარი ყველი

500 გ შამპინიონი

100 გ კარაქი

2 თავიანი ს.კ. ფქვილი

300 მლ დაბალცხიმიანი ნაღები

დანის წვერზე მუსკატი

მარილი

შავი წიწაკა

ხბოს ხორცი დავჭრათ თხლად და ცოტა დავბეგვოთ. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

რგოლებად დაჭრილი ხახვი ოდნავ შევბრაწოთ კარაქში.

ცეცხლგამძე ფორმას მოვუსვათ კარაქი, ჩავალაგოთ თხელ რგოლებად დაჭრილი კარტოფილი, ზევიდან დავადოთ დაბეგვილი ხორცი, მოვაყაროთ ხახვი, შემდეგ შამპინიონი (თუ მოზრდილია, გაჭერით ოთხად, თუ პატარებია, დატოვეთ მთელ-მთელი).

მვამზადოთ ბეშამელი: გავადნოთ დარჩენილი კარაქი (70 გ) პატარა ქვაბში, შევურიოთ ფქვილი. კარგად ავურიოთ, მოვასხათ ნაღები და თან ვურიოთ. ვხარშოთ, სანამ ცოტა არ შესქელდება, შემდეგ დავუმატოთ მუსკატი, წიწაკა და მარილი.

მოვასხათ ჩვენი სოუსი ხორცს და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1,5 საათით.

ხორცი რომ გამზადდება, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდოთ ღუმელშ კიდე 15წუთით. ამ დროის განმავლობაშ ყველი გადნება და კერძი საბოლოო სახეს მიიღებს.

ამ კერძს ძალიან მოუხდება ბოსტნეულის გარნირი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page