top of page

ნაზი ბისკვიტი შესქელებული რძით


დაგვჭრდება:

200 გ კარაქი

3 კვერცხი

1 ქილა შესქელებული რძე

1 ჭიქა ფქვილი

სოდა ძმრით

ვანილი

სურვილისამებრ- 100 გ ქიშმიში ან ცუკატები

ამ მარტივად მოსამზადებელი ნამცხვრისთვის დარბილებული კარაქი და კვერცხი კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოთ შესქელებული რძე, სოდა ძმრით, ვანილი და ბოლოს -ფქვილი. კარგად მოვურიოთ.

სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ ქიშიში ან ცუკატები, ასევე მოხალული ნიგოზი ან თხილი. ან, თუ ჩემსავით ჭირვეული შვილები გყავთ და ერთი მათთაგანი გიჟდება ქიშმიშზე, ხოლო მეორე საერთოდ არ ეკარება მას, გაყავით ცომი ორ ნაწილად. ერთს ვუმატეთ ქიშმიშს და მოხალულ ნიგოზს, ხოლო მეორეს-ცუკატებს და ლიმნის ცედრას, ვანაწილებთ ცომს პატარა კექსების ფორმებში და ვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page