top of page

შოკოლადის ტარტი მარილიანი კარამელით


ნუ შეგაშინებთ მარილიანი კარამელი. მერწმუნეთ, ეს დესერტი ერთ-ერთი უგემრიელესია შოკოლადის დესერტებს შორის. ერთხელ გასინჯეთ და დარწმუნდებით.

დაგვჭირდება:

170 გ კარაქი

1 კვერცხი

250 გ ფქვილი

30 გ კაკაო

100 გ შაქარი

მარილიანი კარამელისთვის:

500 გ ნაღები

1 ს.კ. ზღვის მარილი

70 გ ყავისფერი შაქარი

4 კვერცხის გული

ვანილი

2 ს.კ. ჟელატინი

40 გ წყალი

30 გ ნუში

შოკოლადის მუსისთვის:

220 გ შავი შოკოლადი

500 მლ მაღალცხიმიანი ნაღები

1 ს.კ. რომი ან კონიაკი

მოვამზადოთ ტარტის ცომი ჩვეულებრივი წესით: ფქვლი და კუბებად დაჭრილი კარაქი ხელით ავსრისოთ, დავუმატოთ შაქარი, კაკაო, კვერცხი და მოვზილოთ ცომი. თუ კარგად არ იზილება, დავუმატოთ 1-2 ს.კ. წივი წყალი.

ცომი დავაგორგოლოთ და შევდოთ 30-40 წუთით მაცივარში.

ამის შემდეგ, გამოვაბრტყელოთ ცომი და ჩავდოთ მაღალბორტებიან ტარტის ფრმაში. შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით გამოსაცხობათ.

გამომცხვარი ტარტის ძირი გავაგრილოთ და შევდოთ მაცივარში.

ამასობაში, მოვამზადოთ მარილიანი კარამელი: ჟელატინი ჩავდოთ წყალში, რომ გაფუვდეს, 10 წუთით. შაქარი დავდგათ ცეცხლზე და კარამელის კონსისტენციამდე მივიყვანოთ. დავუმატოთ ვანილი, მარილი და ნაღები, კარგად ავთქვიფოთ და დავუმატოთ გადაწურული ჟელატინი. შემდეგ ეს მასა გადავსახათ ჯამში, სადაც კვერცხის გულები გვექნება. კარგად მოვურიოთ და გავატაროთ თხელ საცერში. შემდეგ მოვასხათ ტარტის ძირს, რომელიც ფორმაში გვექნება, ზევიდან მოვაყაროთ დაფქული ნუში და შევდოთ მაცივარში.

ბოლო ფენა- შოკოლადის მუსი იქნება. ამისთვის შოკოლადი გავადნოთ ორთქლზე და დავუმატოთ ნაღები. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და თან კარგად ავთქვიფოთ.

გაგრილებული შოკოლადის მუსი მოვასხათ ჩვენ ნამცხვარს და ზევიდან მოვაყაროთ ცოტაოდენი მოხალული ნუშის ფქვილი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page