პასტა კრევეტებით და ბოსტნეულით
დაგვჭრდება:
500 გ პასტა (საგეტი, ფეტუჩინი)
450-500 გ კრევეტი
350 გ ბროკოლი
400 გ გაყინული მოსტნეულის მიქსი (სტაფილო, ბარდა, ბრიუსელის კომბოსტო)
3 კბილი ნიორი
1 თავი ხახვი
1 ლიმონი
პატარაკონა ოხრახუში
100-150 გ პარმეზანი
4ს.კ. ზეითუნის ზეთი
100 მლ მშრალი თეთრი ღვინო
მარილი
წიწაკების მიქსი
პასტა მოვხარშთ ალ დენტე.
ამასობაში, გახურებულ ზეთიან ტაფაზე დავყაროთ კრევეტები, რამოდნიმე წუთი შევბრაწოთ დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, მოვასხთ ღვინო და ალკოჰოლი რომ აორთქლდება, დავუმატოთ ლიმნის წვენი და ცედრა, მოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა.
ბროკოლი მოვწალოთ ზუსტად 5 წუთი, გადავწუროთ და დავანაწევროთ.
ცალკე გავახუროთ ტაფა, დავასხათ ზეთი, დავყაროთ დაჭრილი ხახვი(ცეცხლსარ დავუწიოთ, ბოსტნეული არ უნდა ჩაითუშოს, მხოლოდ მიბრწოს) 2-3 წუთში დავუმატოთ ბროკოლი, დანარჩენი ბოსტნეული, მოვამზადოთ რამოდენიმე წუთი და დავუმატოთ კრევეტები. კარგად მოვურიოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.
მოხარშულ პასტას დავუმატოთ კრევეტების და ბოსტნეულის მიქსი და ერთხელ კარგად ამოვურიოთ. გამოვრთოთ ქურა, მოვაყაროთ პარმეზანი და ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!