top of page

სოკო ისპანახით და თოხლო კვერცხით


ნოყიერი და გემრიელი საუზმე, ან ლანჩი, ან სულაც ვახშამი.

დაგვჭირდება:

300 გ სოკო

1 თვაი ხახვი

4 კვერცხი

1 პატარა კონა ოხრახუში

3-4 ს.კ. გახეხილი პარმეზანი

მარილი

შავი წიწაკა

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

20 გ კარაქი

ხახვი დავჭრათ და მოვთუშოთ ტაფაზე. დავუმატოთ დაჭრილი სოკო. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა,მოვურიოთ. ცოტა რომ შეიბრაწება, დავუმატოთ ოხრახუში და დავხალოთ 4 კვერცხი ისე, რომ გული მთელი დარჩეს. ზევიდან მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი. დავაფაროთ ტაფას თავსახური და გავაჩეროთ ასე სულ რამოდენიმე წუთი, სანამ კვერცხი არ შეიკვრება და ყველი არ გადნება.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page