ხაჭოს მარტივი ორცხობილები
ხაჭო, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და საჭირო პროდუქტი, რომელიც სამწუხაროდ, ბევრს არ უყვარს, საბედნიეროდ სახეცვლილ მდგომარეობაშიც არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ამ პროდუქტის რაც შეიძლება მეტი საინტერესო და გემრიელი ვარიაცია შემოგთავაზოთ. რაც მთავარია, ვცდილობთ გავხადოთ ის მიმზიდველი ბავშვებისთვის. დღევადელი ორცხობილების მთავარი კომპონენტიც ხაჭოა, ისინი მარტივად მზადდება და, რათქმაუნდა, ძლიან გემრიელია.
შეგიძლიათ ამ ორცხობილებით ასაუზმოთ ბავშვები, ან გატანოთ მათ სკოლაში, წასახემსებლად.
დაგვჭრდება:
100 გ კარაქი
2 კვერცხი
1 ჭ. შაქარი
300 გ ხაჭო
სოდა ძმრით
ვანილი
მწიკვი მარილი
2 ჭ. ფქვილი
დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ხაჭო, შემდეგ სოდა ძმრით, მარილი და ვანილი, ბოლოს ფქვილი. კარგად მოვურიოთ და ფქვილიანი ხელებით დავსვათ საცხობ ფირფიტაზე პატარა ბურთულები. ოდნავ მივაბრტყელოთ ეს ბურთულები ზევიდან. მათ შორის დავიცვათ მანძლი, რადგან ცხობის დროს ორცხობილები ზომაში მოიმატებენ.
გამოვაცხოთ 180 გრადუსამსე გახურებულ ღუმელშ დაახლოებით 20 წუთი.
გაგრილებულ ორცხობილებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!