top of page

გაზაფხულის ბოსტნეულის ტარტი


გაზაფხულის ბოსტნეულიდან ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო- სატაცურია. სამწუხაროდ, ეს ბოსტნეული მაინც და მაინც გავრცელებული არაა ჩვენთან, მაგრამ ამ ბოლო დროს გამოჩნდა ბაზარში და მაღაზიებში. თუ თქვენ ხელში ჩაგივარდათ სატაცური, აუცილებლად მოამზადეთ ეს ძალიან გემრიელი და სასარგებლო საგაზაფხულო ტარტი.

დაგვჭირდება:

500 გ მზა ფენოვანი ცომი

2 ცუკინი

500 გ სატაცური

300 გ ბრიუსელის კომბოსტო

5 ცალი პომიდორი ჩერი

3 კვერცხი

200 მლ ნაღები

მარილი

წიწაკების მიქსი

50 გ პარმეზანი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

გავაბრტყელოთ ცომი, ჩავაფინოთ საცხობ ფორმაში, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და შევდოთ დაახლოებით 10-15 წუთით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

ცუკინი დავჭრათ რგოლებად და ოდნავ მოვბრაწოთ ორივე მხრიდან ზეთში. ასევე სატაცური და ბრიუსელის კომბოსტო მოვწალოთ, შემდეგ კი ოდნავ მოვბრაწოთ ტაფაზე.

თითქმს გამომცხვარ ტარტზე დავალაგოთ სატაცური, კომბოსტო, ცუკინი, შუაზე გაჭრილი პომიდორი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ ნაღები, გახეხილი პარმეზანი და მოვასხათ ჩვენ ტარტს.

შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page