გამოყვანილი ორაგულის და ავოკადოს სალათი
დღეს ვახშამზე სრულიად არაჩვეულებრივ, ძალიან გემრიელ და მსუბუქ სალათს გთავაზობთ. რაც მთავარია, ზუსტად 10 წუთში მოამზადებთ.
დაგვჭრდება:
200 გ გამოყვანილი ორაგული (ან რომელიმე სხვა კეთილშბილი თევზი)
1 კონა რუკოლა (შეგიძლიათ დაამატოთ ან შეცვალოთ ნებისმიერი სალათების მიქსით)
1 მოზრდილი ავოკადო
1 ს.კ. თაფლი
1 ს.კ. დიჟონის მდოგვი
1 ლიმნის წვენი
5-6 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
შავი წიწაკა
ავოკადო გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ კურკა, მოვაშოროთ კანი და დავჭრათ თხელ ნაჭრებად. მოვასხათ ლიმნის წვენი (3-4 ს.კ. გადავინახოთ დრესინგისთის), რომ არ გამუქდეს. დავუმატოთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი თევზი და რუკოლა.
კარგად ავთქვიფოთ მდოგვი და თაფლი, დავუმატოთ დარჩენილი ლიმნის წვენი, ნელ-ნელა-ზეითუნის ზეთი. კარგად ავთქვიფოთ ეს ყველაფერი. დრესინგი რომ გასქელდება, დავუმატოთ მარილი და წიწაკა.
მოასხათ დრესინგი სალათს და გემრიელად მიირთვით!