ისპანახის, ლორის და ყველის ღვეზელი24 мар. 2016 г.1 мин. чтенияგემრიელი ღვეზელი მსუბუქი ლანჩისთვის, საუზმისთვის ან ვახშმისთვის. დაგვჭრდება:500 გ ფენოვანი ცომი400-500 გ ისპანახი150-200 გ რომელიმე მყარი ყველი150-200 გ ლორი2 ს.კ. ზეითუნის ზეთიმარილიწიწაკების მიქსი ცალკე:1 კვერცხის გული1 ს.კ. არაჟანი ან რძე ოდნავ მოვთუშოთ ლორი და დავუმატოთ მას გარეცხილი ისპამანი.მოვთუშოთ ცოტა და შევაგრილოთ. შემდეგ დავუმატოთ ცოტა მარილი, წიწაკა , გახეხილი ყველი და კარაგად მოვურიოთ.გავაბრტყელოთ ცომი 2-3 მმ სისქემდე, დავჭრათ დაახლოებით 10 სმ გვერდის კვადრატებად. შუაგულში მოვათავსოთ შიგთავსი და შევკრათ კონვერტებად.ზევიდან გადავუსვათ ერთად ათქვეფილი არაჟანი და კვერცხის გული და გამოვაცხოთ დაახლოებით 25 წუთი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. გემრიელად მიირთვით!
Комментарии