ციტრუსის ტარტალეტკები გამომცხვარი ბეზეთი
ამ საოცარი დესერტის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ცომისთვის:
250 გ ფქვილი
125 გ კარაქი
100 გ შაქარი
1კვერცხი
მწიკვი მარილი
1 ლაიმის ცედრა
ციტრუსის კრემისთვის:
1 ფორთოხალი
1 ლაიმი
1 ლიმონი
125 გ შაქარი
3 ლვერცხი
100 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
1 ს.კ. სახამებალი
ბეზესთვის:
2 კვერცხის ცილა
100 გ შაქრის პუდრა
ფქვილი და კარაქი ავსრისოთ ხელით, დავუმატოთ შაქარი, მარილი, ცედრა და კვერცხი. მოვზილოთ ცომი, დავაგორგოლოთ და შევდოთ მაცივარში დაახლოებით 40 წუთით.
ამის შემდეგ გავაბრტყელოთ, ჩავდოთ ტარტალეტკების ფორმებშ და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-15 წუთი.
ფორთოხალი, ლიმონი და ლაიმი კარგად გავრეცხოთ, გავაცალოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი. დავუმატოთ შაქარი, კვერცხი და ავთქვიფოთ. შევურიოთ ნაღები, ბოლო სახამებელი.
ჩვასხათ ეს მასა ტარტალეტკებშ და შევდოთ ისევ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით.
ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და შაქარი ძალიან მაგრად და გამოვაცხოთ პატარა ბეზეები 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელშ დაახლოებით 3 საათი.
მოვრთოთ ჩვენი ტარტალეტკები ბეზეთი და ციტრუსის ცედრით.
გემრიელად მიირთვით!