top of page

ქათმის მკერდი ნაღების სოუსში სოკოთი და ნივრით


დაგვჭირდება:

4 ქათმის მკერდი კანის და ძვლების გარეშე

3-4 კბილი ნიორი

პატარა კონა ოხრახუში

2 თავი ხახვი

0,5 ჩ.კ. ბეგქონდარა

წითელი წიწაკა

შავი წიაკა

მარილი

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

50 გ კარაქი

100 მლ მაღალცხიმიანი ნაღები

200 მლ ქათმის ბულიონი

250-300 გ პორტო ბელო ან შამპინიონი

თითო ნაჭერი ქათმის მკერდი გავყოთ ორ ნაწილად, კარგად წავუსვათ მარილი და წიწაკები და შევწვათ ორივე მხრიდან გახურებულ ტაფაზე. ტაფას მოვასხთ 2 ს.კ. ზეთი და დავუმატოთ ნახევარი ულუფა კარაქი.

ასევე, შევბრაწოთ ტაფაზე დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ თხლად დაჭრილი სოკო და ისიც მოვბრაწოთ. დავუმატოთ მარილი, წოწაკა, ბეგქონდარა, კარგად მოვურიოთ. აქვე ჩავჭყლიტოთ ნიორი, შემდეგ დავუმატოთ ბულიონი და ნაღები და ჩავალაგოთ ამ სოუსში შემწვარი ქთამი. დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ ჩვენი ქათამი ამ სოუსში დაახლოებით 10 წუთი, შემდეგ კი გამოვრთოთ ქურა და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ოხრახუში შეგიძლიათ მოაყაროთ პირდაპირ ტეფშზეც.

ჩენ ქათმის კერძთან შეგიძლიათ მოამზადოთ პასტა, ბრინჯი ან კარტოფილის გარნირი, თუმცა ის დამოუკიდებლადაც საკმაოდ ნოყოერი და სრულფასოვანია.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page