შემწვარი კვერები კარტოფილით და ყველით
ბავშვების და უფროსების საყვარელი კვერები. დღეს ჩვენ მოვამზადებთ კვერებს კარტოფილის და ყველის შეგთავსით, შემდეგ კი შევბრაწავთ კარაქში. ასეთი კვერები ჩემ შვილებს განსაკუთრებით მოსწონთ, დარწმუნებული ვარ, თქვენც მოგეწონებათ.
დაგვჭურდება:
500-700 გ ფქვილი
100 მლ ნელ-თბილი წყალი
100 მლ ნელ-თბილი რძე
1 ჩ.კ. მარილი
შიგთავსისთვის:
800 გ კარტოფილი
1 მოზრდილი თავი ხახვი
50-100 გ ყველი (ჩედარი იქნება იდეალური, მაგრამ შეგიძლიათ ნებისმიერი მყარი ყველი გამოიყენოთ, თქვენი გემოვნებით)
100 გ კარაქი
4 ს.კ. ზეთი
მარილი
შავი წიწაკა
კარტოფილი გავთალოთ და მოვხარშოთ. ხახვი დავჭრათ, დავყაროთ ზეთიან ტაფაზე და შევბრაწოთ გავარდისფრებამდე.
მოხარშული კარტოფილი გადავწუროთ, კარგად დავსრისოთ, დავუმატოთ მარილი, შავი წიწაკა, კარამელიზებული ხახვი და 70 გ კარაქი. კარგად მოვურიოთ. რომ გაგრილდება, დავუმატოთ გახეხილი ყველი და კიდე კარგად მოვურიოთ.
მოვამზადოთ უნივერსალური კვერების (პელმენების) ცომი: წყალი და რძე ჩავასხათ მოზრდილ ჯამში (შეგიძლიათ მხოლოდ წყალი გამოიყენოთ, მაგრამ ასე უფრო ნაზი და გემრიელი გამოვა), დავუმატოთ მარილი, ნელ-ნელა ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს საკმაოდ მკვრივი.
გამზადებული ცომი ჯობია დავასვენოთ ერთი 30 წუთი, შემდეგ კი დავიწყოთ კვერების გაკეთება.
ამისათვის, ცომი გავყოთ 4 ნაწილად. ერთ-ერთი დავახვიოთ, მივცეთ ძეხვის ფორმა, დაახლოებით 2სმ დიამეტრით. დანარჩენი ცომი დროებით გადავდოთ, გადავაფაროთ მას ჩაის ტილო.
ეს ჩვენი ძეხი დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, კარგად ამოვავლოთ ფქვილში და გავაბრტყელოთ თანაბრად, დაახლოებით 2მმ სისქის რგოლებად.
ჩაის კოვზით დავდოთ ჩვენ კვერებზე შიგთავსი და შევახვიოთ კვერები.
კვერები პორციებად მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში(ამოტივტივების შემდგე, დაახლოებით 5-7 წუთი გავაჩეროთ და მზადაა).
მოხარშული კვერები ამოვალაგოთ გაშლილ თეფშზე . ცოტა რომ შეგრილდება, ოდნავ მოვბრაწოთ კარაქში.
შეგიძლიათ შეინახოთ კვერები მაცივარში და შებრაწოთ ისინი მეორე დღეს.
შბრაწულ კვერებს შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტაოდენი კამა ან მწვანე ხახვი. თუ ზედმეტი კალორიების არ გეშნიათ, ძალიან უხდება არაჟანი.
გემრიელად მიირთვით!