ბადრიჯანი სუნელებით და ბროწეულითManana31 окт. 2016 г.1 мин. чтенияსანამ ბადრიჯნის სეზონი ჯერკიდე გვაქვს, ეს მარტივი და გემრიელი რეცეპტიც მინდა შემოგთავაზოთ. დაგვჭირდება:1 კგ ბადრიჯანი1 თავი ხახვი3 კბილი ნიორი1 ჩ.კ. უცხო სუნელი1 ჩ.კ. ზაფრანა0,5 ჩ.კ. ხმელი ქინძი1 ბროწეული1 ცხარე მწვანე წიწაკამარილიზეთი ბადრიჯანი გავრეცხოთ და დავჭრათ რგოლებად. მოვაყაროთ მარილი, გავაჩეროთ ერთი 30-40 წუთი, შემდეგ გავწუროთ და შევწვათ ორივე მხრიდან ზეთში.ერთად ავურიოთ დაჭყლეტილი ნიორი, სუნელები, წიწაკა და წვრილად დაჭრილი ხახვი. დავუმატოთ მარილი, ბროწეული და შევაზავოთ ბადრიჯანი. გემრიელად მიირთვით!
Comments