ტომ იამ კუნგ - ტაილანდური ცხარე სუპი კრევეტებით
ტაილანდური სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი კერძი, რომელსაც მსოფლიო გასტრონომიაში საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული, ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო წვნიანია, რომელშც ცხარე, ტკბილი და მჟავე გემოები არჩვეულებრივადაა შერწყმული.
დღეს ჩვენ მოვამზადებთ ამ წვნიანის ჩვენებურ ვერსიას ქართული ბაზრის შესაძლებლობების გათვალისწინებით.
დაგვჭირდება:
500 გ სამეფო კრევეტი
200 გ შამპინიონი
3-4 პომიდორი ჩერი
1 ლ ქათმის ბულიონი
3-4 ღერი ლემონგრასი
1 ჩ.კ. გალანგა- ყვითელი ჯინჯერი
1 წიწაკა ჩილი
1 ჩ.კ. პასტა ტომ იამ (ტაილანდური პასტა, რომელის შემდგენლობაშიც შედის გალანგა, ლემონგრასი და ჩილი)
2 ლაიმი
3-4 კაფირ-ლაიმის ფოთოლი
150 გ ბრინჯის ლაფშა ან, თუ ვერ იშოვით, ჩვეულებრივი სპაგეტი
პატარა კონა ქინძი
მარილი
თხლად დავჭრათ ლემონგრასი, გალანგა და მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში. დავასხათ ქათმის ბულიონი, აქვე ჩავდოთ ლაიმის ფოთლები. 2 წუთში დავამატოთ დაჭრილი სოკო, ჩილის პასტა და ვხარშოთ დაახლოებით 5 წუთი.
ამის შემდეგ, დავამატოთ გასუფთავებული კრევეტები, წვრილად დაჭრილი წიწაკა ჩილი, მარილი და ლაიმის წვენი.
ბრინჟის ლაფშა ჩავალბთ მდუღარე წყალშ 1-2 წუთით და დავუმატოთ ადუღებულ ბულიონს. ვხარშოთ მანამდე, სანამ კრევეტები არ გაწითლდება.
მირთმევის წინ, სუპში ჩავდოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ლაიმის ნაჭრები. სიხასხასისთვის შეგვიძლია ბულგარლი წიწაკაც დავუმატოთ.
გემრიელად მიირთვით!