გამომცხვარი კვერცხი სატაცურით და პარმეზანით
დაგვჭირდება:
20-მდე ქორფა სატაცური
4 კვერცხი
20-30 გ კარაქი
მარილი
წიწაკა
20 გ გახეხილი პარმეზანი
გავახუროთ ტაფა, დავდოთ კარაქი და დავყაროთ სატაცური. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და მოვამზადოთ დაახლოებით 7-8 წუთი.
ამის შემდეგ, დავახალოთ ზევიდან კვერცხი ისე, რომ არ დაიშალოს, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში კიდე რამოდენიმე წუთით. კვერცხი რომ თოხლოდ მომზადდება, მოვაყაროთ პარმეზანი.
გემრიელად მიირთვით!