top of page

ნუშის ნამცხვარი შოკოლადის შიგთავსით


დღეს გადავწყვიტეთ ერთი ძალიან გემრიელი ნუშის ნამცვხრის მომზადება, რომლის ავტორობას ორი ცნობილი კონდიტერი- ლუი კლიში(Louis Clichy), გასტონ ლენოტრი (Gaston Lenôtre) და ასევე ძალიან ცნობილი პარიზული საკონდიტრო სახლი დალოიუ (Dalloyau) იბრალებდენ.

ამ ნამცხვრის უფროსი ძმა, ცნობილი ტორტი ოპერაა, რომელსაც ერთხელ თქვენთან ერთად აუცილებლად მოვამზადებთ. დღეს კი უფრო მარტივი და ძალიან გემრიელი ვერსიით დავკმაყოფილდებით.

დაგვჭრდება:

130 გ ნუშის ფქვილი

1,5 ჭიქა შაქრის პუდრა

2 ს.კ. შაქარი

4 კვერცხის ცილა

1 ს.კ. კაკაო

ვანილი

შოკოლადის შიგთავსისთვის:

75 მლ რძე

100 გ შავი შოკოლადი

15 გ კარაქი (დაახლოებით 2 ს.კ.)

პირველ რიგში მოვამზადოთ შოკოლადის კრემი: შოკოლადი დავანაწევროთ, მოვასხათ მდუღარე რძე და კარგად მოვურიოთ. დავუმატოთ კარაქი და ისევ კარგად მოვურიოთ.

შაქრის პუდრა და კაკაო ავურიოთ, დავუმატოთ ნუში და ვანილი.

კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილა, დავუმატოთ შაქარი და შევურიოთ ნუშის მასას.

საცხობ ფრმას დავუფინოთ საცხობი ქაღალდი და ზევიდან დავსვათ ნუშის ცომის პატარა რგოლები. ვეცადოთ, რომ ლუწი რიცხვი გამოგვივიდეს, რადგან შემდგომში მათი დაწყვილება დაგვჭირდება.

შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთით.

ბისკვიტები კარგად რომ გაცივდება, შეუაში შოკოლადის კრემი წავუსვათ და შევაწეპოთ ერთმანეთს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page