ღორის ხორცის სტეიკი ბრენდის და სოკოს სოუსში
საოცრად გემრიელი კერძი, რომელსაც ძალიან მარტივად მოამზადებთ. მით უმეტეს, შაბათ-კვირა მოდის და მეგობრებთან სავახშმოდ საუკეთესო ვარიანტია.
დაგვჭირდება:
4 ღორის ჩალაღაჯი, დაახლოებით 1.5-2 სმ სისქეზე დაჭრილი
350 გ შამპინიონი
2-3 კბილი ნიორი
2 თავი ხახვი
შავი წიწაკა
მარილი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
250 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
150 მლ ბრენდი (კონიაკი)
200 მლ ბულიონი ან წყალი
რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი
ხორცს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და შევწვათ გახურებულ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან. გადავდოთ, ტაფაზე კი შევწვათ თხლად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ სოკო, შემდეგ დაჭყლეტილი ნიორი. სოკო რომ შევარდისფრდება, დავუმატოთ ბრენდი, ერთ-ორ წუთში, ალკოჰოლი რომ აორთქლდება, დავუმატოთ ნაღები და ბულიონი და დავაბრუნოთ ქვაბში ხორცი. ვთუშოთ დაბალ ცეფცხლზე დაახლოებით 15 წუთი. ქურას რომ გამოვრთავთ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.
გემრიელად მიირთვით!