top of page

ამარეტო ჩიზქეიქი ნუშით და თეთრი შოკოლადით


ხანდახან შეიძლება საკუთარი თავი და ოჯახის წევრები გავანებივროთ. მით უმეტეს, როცა ასეთი წვიმიანი საღამოა. გამოვაცხოთ ეს საოცარი ნამცხვარი და ყველას გამოუკეთდება ხასიათიც და განწყობაც.

დაგვჭირდება:

2,5 ჭიქა დაფშვნილი ნუშის ორცხობილა

1/4 ჭიქა დაფქული ნუში

1/4 ჭიქა შაქარი

1/2 ჭიქა კარაქი

1 ს.კ. ლიქიორი ამარეტო

შიგთავსისთვის:

550 გ კრემჩიზი

350 მლ 33% ნაღები

1,5 ჭიქა შაქარი

4 კვერცხი

3 ს.კ. ამარეტო ვანილი

რამოდენიმე წვეთი ნუშის ექსტრაქტი

მწიკვი მარილი

1/4 ჭიქა დაფქული ნუში

1 ს.კ. სახამებელი 60 გ თეთრი შოკოლადი

ცალკე:

450 გ მაღალცხიმიანი ნაღები

1/4 ჭიქა შაქარი

ნუშის ექსტრაქტი

100 გ ნუშის ფოთლები

ორცხობილა, კარაქი, ნუშის ფქვილი და შაქარი კარგად ავურიოთ, ჩავდოთ ეს მასა ფორმაში, გავანაწილოთ ძირზე და გვერდებზე და კარგად დავტკეპნოთ. გამოვაცხოთ 10 წუთი 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გადავდოთ.

კრემჩიზი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ თითო-თითო კვერცხი, შემდეგ ნუშის ფქვილი და კარგად მოვურიოთ. დავუმატოთ ამარეტო, ვანილი, ნუშის ექსტრაქტი, მწიკვი მარილი, დამდნარი შოკოლადი. კარგად მოვურიოთ და დავუმატოთ ათქვეფილი ნაღები. დავასხათ ეს მასა ორცხობილას ძირს.

გამოვაცხოთ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.

გამომცხვარი ჩიზქეიქი გავაგრილოთ ფორმაშივე, შემდეგ გადავიტანოთ თეფშზე.

ნაღები, შაქარი და ნუშის ექსტრაქტი კარგად ავთქვიფოთ, მოვასხათ ეს მასა გამომცხვარ ჩიზქეიქს და მოვაყაროთ ნუშის ფოთლები, შევდოთ მაცივარში მინიმუმ 4-6 საათით (ან მთელი ღამით).

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page