ახალი კარტოფილი სოკოს და თეთრი ღვინით სოუსში
ახალი კარტოფილიც შემოსულა! ვიცი, რომ უბრალოდ შებრაწული, გემრიელ ტყემალთან ერთად -უკვე სასწაული რამეა, მაგრამ მე ახლა ერთი უგემრიელესი რეცეპტი გამახსენდა და უნდა გაგიზიაროთ.
დაგვჭირდება:
500 გ ახალი კარტოფილი
250 გ შამპინიონი
250 გ პორტობელო
4 კბილი ნიორი
პატარა კონა მწვანე ხახვი
0,5 ჩ.კ. ბეგქონდარა
2 ს.კ. ნალზამიკო
მარილი
წითელი წიწაკა
შავი წიწაკა
4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
200 მლ ნაღები
200მლ არაჟანი
100 მკ თეთრი მშრალი ღვინო
ტაფა გავახუროთ, მოვასხათ 2 ს.კ. ზეთი, დავამატოთ კარაქი და მოვბრაწოთ მთელ-მთელი კარტოფილები (შეეცადეთ, რომ შეარჩიოთ მომცრო ზომის კარტოფილი). შებრაწული კარტოფილი გადავდოთ. ტაფაზე კი მოვასხთ დარჩენილი ზეთი და შევწვათ თხლად დაჭრილი შამპინიონი და პორტობელო. რომ გაოქროსფერდება, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, ბეგქონდარა, წითელი და შავი წიწაკა და ღვინო. რამოდენიემ წუთი ვთუშოთ, ალკოჰოლი რომ აორთქლდება და ღვინო დაშრება დავუმატოთ ბალზამიკო. ოდნავ კიდე მოვთუშოთ და ჩავყაროთ უკან ჩვენი კარტოფილი. დავუმატოთ ნაღები და არაჟანი, მივიყვანოთ ადუღებამდე, დავუმატოთ მარილი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და გამოვრთოთ ქურა.
ეს კერძი დამოუკიდებლადაც არჩვეულებრივია და, ასევე, შესანიშნავი გარნირია ხორცისთვის.
გემრიელად მიირთვით!