ტოსტი ისპანახით, ფეტათი და თოხლო კვერცხითManana28 мар. 2016 г.1 мин. чтенияგემრიელი და სასარგებლო საგაზაფხულო საუზმე. დაგვჭირდება:200 გ ისპანახი1 პატარა თავი ხახვი1 კბილი ნიორი1 ჩ.კ. ლიმნის წვენი2 ს.კ. ზეითუნის ზეთი20გ კარაქიწიწაკების მიქსიმარილი4 ნაჭერი მარცვლოვანი პური (ან ნებისმიერი, თქვენი გემოვნებით)4 კვერცხი100 გ ყველი ფეტა ხახვი და ნიორი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, დავუმატოთ ისპანახი და რამდენიმე წუთი ვთუშოთ, დარბილებამდე. დავუმატოთ ლიმნის წვენი, მარილი,წიწაკები.პური შევბრაწოთტოსტერში, ღუმელში ან ტაფაზე. კვერცხი შევწვათ კარაქში, თოხლოდ. მოვაყაროთმარილი და წიწაკა.ავაწყოთ ჩვენი ტოსტები: ჯერ დავადოთ დაფშვნილი ფეტა, შემდეგ ისპანახი, ზევიდან კი კვერცხი. გემრიელად მიირთვით!