ტოსტები ერბოკვერცხით, სატაცურით და ბეკონით
ძალიან გემრიელი, სასარგებლო და ნოყიერი საუზმე.
დაგვჭირდება:
4 ნაჭერი ბეკონი
ერთი კონა (დაახლოენით 20 ცალი) სატაცური
4-5 კვერცხი
მარილი, შავი წიწაკა
4 ნაჭერი გახუხული პური
1-2 ს.კ. რძე
2 ს.კ. რომელიმე მყარი ყველი
20 გ კარაქი
სატაცურს მოვაჭრათ ძირები და მოვხარშოთ 2-3 წუთი მარილწყალში.
კვერცხი კარგად ავთქვიფოთ რძესთან და ყველთან ერთად და შევწვათ კარაქში.
პური გავხუხოთ ტოსტერში, ღუმელში ან ტაფაზე, როგორც თქვენთვისაა მოხერხებული.
ბეკონიც დავჭრათ და ცოტა მოვბრაწოთ.
ავაწყოთ ჩვენი ტოსტი: პურზე გავანაწილოთ ერბოკვერცხი, შემდეგ -სატაცური და ბეკონი. მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და წიწაკა
გემრიელად მიირთვით!