ფარშის ბურთულების ტერიაკი
ტრადიციულ იაპონურ კერძზე ტერიაკი ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და მოვამზადეთ კიდეც უგემრიელესი ქათმის ტერიაკი.
დღეს გავაკეთოთ ხორცის ფარშის ბურთულების, მითბოლების (გნებავთ, გუფთების) ტერიაკი,რომელიც ასევე ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძია.
დაგვჭირება:
500 გ შერეული ფარში
1 კბილი ნიორი
ნახევარი ჩ.კ. გახეხილი ჯინჯერი
4-5 ღერი მწვანე ხახვი
1 კვერცხი
100-150 გ საფანელი
2 ს.კ. სეზამის მარცვლები
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
ტერიაკის სოუსისთვის:
100 მლ საკე (ბრინჯის არაყი)
100 მლ მირინი (იაპონური ტკბილი ბრინჯის ღვინო), თუ ვერ იშოვით, უბრალოდ შაქრის სიროპით შეცვალეთ
100 მლ სოიოს სოუსი
1 ს.კ. ყავისფერი შაქარი
სოუსის ყველა ინგრედიენტი ერთად ავურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე საშუალო ცეცხლზე. ვურიოთ, სანამ შაქარი არ გადნება და მასა არ განახევრდება. სოუსი უნდა გასქელდეს.
სოუსი კარგად ინახება მაცივარში რამოდენიმე დღე.
ფარში შევაზავოთ ნივრით, ჯინჯერით, კვერცხით და მწვანე ხახვის ძირებით (მწვანე ნაწილი შევინახოთ). გამოვძერწოთ პატარა გუფთები და შევბრაცოთ ზეტში და კარაქში ყველა მხრიდან.
ამის შემდეგ, მოვასხათ ჩვენ მითხოლებს ტერიაკის სოუსი, წამოვადუღოთ და მოვამზადოთ ასე რამოდენიმე წუთი, თან პერიოდულად ვაბრუნოთ მითბოლები. მოვაყაროთ სეზამის მარცვლები.
მოვამზადოთ ბრინჯი ჩვეულებრივი ხერხით (ბრინჯის გარნირისთვის გამოიყენეთ ბრინჯი ჟასმინი) და მივულაგოთ მას ტერიაკი-მითბოლები. ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.
გემრიელად მიირთვით!