კარლსონის საყვარელი შვედური გუფთები (Kottbullar)
"უცებ კარლსონმა ოთახში სიარულს თავი გაანება, ერთ ადგილას გაქვავდა, კისერი მეძებარივით წაიგრძელა და ნესტოები დაბერა...
– გუფთის სუნი მცემს, – თქვა გაბადრულმა. – ვაღმერთებ პატარა გემრიელ გუფთებს.
... იცით, რა გუფთები იყო? შებრაწული, კრაწუნა და მართლაც რომ სანაქებო..."
ალბათ უკვე მიხვდით, რომ დღეს შვედების უსაყვარლეს გუფთებს მოვამზადებთ.
დაგვჭრდება:
800 გ საქონლის ხორცის ფარში
2 ნაჭერი გუშნდელი ფუნთუშა, რომელსაც რძეში ჩავალბობთ
1 თავი ხახვი
1 კვერცხი
მარილი, შავი წიწაკა
დანის წვერზე- მუსკატი
250-300 მლ ქათმის ბულიონი
100 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
2 ს.კ. ფქვილი
4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
პატარა კონა ოხრახუში
წვრილად დავჭრათ ხახვი და მოვთუშოთ ზეთში. შევურიოთ ფარშს. იქვე დავუმატოთ მარილი, წიწაკა, მუსკატი, კვერცხი და რძეში ჩამბალი, გაწურული ფუნთუშა.
ფარშს კარგად მოვურიოთ და გამოვძერწოთ პატარა გუფთები.
შევბრაწოთ გუფთები ზეთში და კარაქში.
მოვამზადოთ სოუსი: ამისთვის ტაფაზე ოდნავ მოვხალოთ ფქვილი, დავუმატოთ ბულიონი და ნაღები, ოდნავ მუსკატი, მარილი და წიწაკა. მივიყვანოთ ადუღებამდე და ჩავალაგოთ ამ სოუსში ჩვენი გუფთები. 1-2 წუთი ვადუღოთ ერთად და გამოვრთოთ ქურა. სურვილისამებრ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
გარნირად გუფთებს განსაკუთრებით კარტოფილის პიურე უხდება, ასევე კარგია პასტა ან ბრინჯი.
გემრიელად მიირთვით!