top of page

ვანილის კექსი მუსკატით


დაგვჭირდება:

200 გ კარაქი

250 გ ყავისფერი შაქარი

3 კვერცხი

300 გ ფქვილი

სოდა ძმრით

ვანილი

ნახევარი ჩ.კ. მუსკატი

წიკვი მარილი

50-70 მლ რომი ან კონიაკი

სურვილისამებრ, 150 გ ნიგოზი

შაქრის პუდრა

დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დაქვუმატოთ კვერცხი, ვანილი, სოდა ძმრით, მუსკატი, მარილი, რომი. შემდეგ დავუმატოთ ფქვილი, და, სურვილისამებრ, დანაწევრებული ან გატარებული ნიგოზი.

გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში.

გავაგრილოთ კექსი და მოვაყაროთ მას შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page