top of page

საგაზაფხულო სალათი ახალი კარტოფილით


დაგვჭირდება:

500 გ ახალი კარტოფილი

250 გ ქორფა ბოლოკი

მწვანე მუხუდო (გაყინული იყიდეთ, კონსერვირებული-არა)

პატარა კონა კამა

150 მკ ზეითუნის ზეთი

1 ს.კ. დიჟონის მდოგვი

1 კვერცხის გული

1 ს.კ. ძმარი

1 ჩ.კ. შაქარი

მარილი

წიწაკების მიქსი

კარტოფლი კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ. გავაგრილოთ, შემდეგ კი გავჭრათ ორად.

ბოლოკი დავჭრათ თხელ რგოლებად.

გაყინული მუხუდო მოვწალოთ.

ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ, დავუმატოთ რუკოლა, კამა.

კარგად ავთქვიფოთ კვერცხის გული შაქართან და მდოგვთან ერთად, ნელ-ნელა დავუმატოთ ზეითუნის ზეთი, შემდეგ კი ძმარი, მარილი და წიწაკა.

მოვასხათ დრესინგი ჩვენ სალათს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page