ანანასის ტორტი
დღევანდელი დღე ამ გემრიელი, მსუბუქი ანანასის და ხაჭოს ტორტით დავასრულოთ.
დაგვჭირდება:
100 გ კარაქი
200 გ ფქვილი
1 კვერცხი
50 გ შაქარი
0,5 ჩ.კ. სოდა
1 ს.კ. ლიმნის წვენი
კრემისთვის დაგვჭირდება:
550 გ მაღალი ცხიმიანობის ხაჭო
300 მლ 33% ნაღები
100 გ შაქარის პუდრა
2 ჩ.კ. ჟელატინი
2 ლიმნის ცედრა და წვენი
ვანილი
1 ქილა კონსერვირებული ანანასი
კარაქი და ფქვილი დავფშვნათ ხელით, დავუმატოთ შაქარი,კვერცხი, სოდა, ლიმნის წვენი და მოვზილოთ ცომი.
ცომი ჩავაფინოთ მაღალბორტიან საცხობ ფორმაში (ფორმას უნდა ეხსნებოდეს გვერდები), კარგად გადავასწოროთ და გამოვაცხოთ180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთი. გავაგრილოთ.
ამასობაში მოვამზადოთ კრემი: ჟელატინი ჩავალბოთ ლიმნის წვენში და დაბალ ცეცხლზე გავადნოთ. ხაჭო გავატაროთ თხელ საწერში, იმისთვის, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. დავუმატოთ შაქეის პუდრა, ვანილი, ავთქვიფოთ და დავუმატოთ ლიმნის ცედრა და წვენი ჟელატინით.
ნახევარი ულუფა ანანასი დავჭრათ და დავუმატოთ ხაჭოს მასას. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და ესეც დავუმატოთ კრემს. კარგად მოვურიოთ.
დავასხათ კრემი გამომცხვარ ძირს და შევდთ მაცივარში მინიმუმ 6 საათით.
ამის შემდეგ ფრთხილად მოვაშოროთ გვერდები საცხობ ფორმას და გადავიტანოთ ტორტი თეფშზე. ბოლოს მოვრთოთ ტორტი დარჩენილი ანანსით.
გემრიელად მიირთვით!