ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს სალათი
ბროკოლის სარგებლობაზე უკვე ბევრჯერ დავწერეთ. დღეს მოვამზადებთ კიდე ერთ გემრიელ და სასარგებლო სალათს, რომელიც, ასევე, საკმაოდ ნოყიერიცაა. კარგი იქნება ლანჩისთვის, ასევე, თუ თქვენ საღამოს ცდილობთ მსუბუქად მიირთვათ, ეს სალათი მშვენივრად შეცვლის ვახშამსაც.
დაგვჭრდება:
500 გ ბროკოლი
500 გ ყვავილოვანი კომბოსტო
პატარა კონა მწვანე ხახვი
2-3 ღერი ნიახური
200 გ ბოლოკი
150 გ ყველი ჩედერი
150 გ არაჟანი
1 ს.კ. დიჟინის მდოგვი
1 ს.კ. შაქარი
2 ს.კ. ვაშლის ძმარი
2 ს.კ. ოხრახუში
50 გ გირჩის თესლი, ნუში ან მზესუმზირა მარილი, წიწაკა-გემოვნებით
ორივე სახის კომბოსტო დავანაწევროთ და მოვწალოთ მდურარე, ოდნავ მარილიან წყალში დაახლოებით 3 წუთი. კომბოსტო ოდნავ უნდა დარბილდეს, მაგრამ არ ჩაიხარშოს.
კომბოსტო, წვრილად დაჭრილი ნიახური, ტხლად დაჭრილი ბოლოკი, ყველი და მწვანე ხახვი შევურიოთ ერთმანეთს.
არაჟანს ავურიოთ მდოგვი, შაქარი, ძმარი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მოვასხათ ეს დრესინგი სალათს.
ერთხლე კარგად ამოვურიოთ და მოვაყაროთ მზესუმზირა.
გემრიელად მიირთვით!