ხრატუნა ორცხობილები ფისტაშკებით
დაგვჭირდება:
250 გ რბილი კარაქი
200 გ შაქარი
მწიკვი მარილი
6 კვერცხის გული
2 ლიმონი
სოდა
ვანილი
500 გ ფქვილი
ცალკე
100 გ შაქრის პუდრა
2 ს.კ. ლიმნის წვენი
50-100 გ ფისტაშკები
ლიმონი კარგად გავრეცხოთ, გავაცალოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი.
კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ სითეტრემდე, დავუმატოკ თითო-თითო კვერცხი, შემდეგ ვანილი, მარილი, ლიმნის ცედრა და წვენი (2 ს.კ. გადავინახოთ), სოდა, ფქვილი. კარგად მოვზილოთ ცომი, გადავახვიოთ პლასტიკში და შევინახოთ მაცივარში დაახლოებით 1 საათით.
ამის შემდეგ, ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 0,5 სმ სისქემდე და გამოვჭრათ ორცხობილები.
გამოვაცხოთ ორცხობილები 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთი.
გადანახული ლიმნის წვენი და შაქრის პუდრა კარგად ავთქვიფოთ, გადავუსვათ ეს მასა გამომცხვარ ორცხობილებს და მოვაყაროთ დანაწევრებული ფისტაშკები.
გემრიელი და ხრატუნა ორცხობილები კარგად ინახება რამოდენიმე დღე დახურულ კონტეინერში. გემრიელად მიირთვით!