top of page

ორაგული ლიმნით და წიწაკით სატაცურის გარნირთან ერთად


გემრიელი და სასარგებლო კერძი ნამდვილი გურმანებისთვის

დაგვირდება:

250 გ ორაგულის ფილე

250 გ სატაცური

4 კბილი ნიორი

1 ლიმნის ცედრა

ნახევარი ლიმნის წვენი

მარილი

შავი წიწაკა

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 ჩ.კ. ბალზამიკო

2 ს.კ. გახეხილი პარმეზანი

სატაცურს მოვაჭრათ უხეში ძირები, გავასუფთვოთ. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, დაჭყლეტილი ნიორი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, ხელით შევაზილოთ.

ლიმნის წვენი, ცედრა და ზეითუნის ზეთი ავურიოთ და წავუსვათ ორაგულს. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

საცხობ ფორმაზე დავაფინოთ ქაღალდი, შუაში დავდოთ ორაგულის ნაჭრი, ხოლო გვერდებზე მივულაგოთ სატაცური.

გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში.

შუალედში სატაცური შევებრუნოთ.

გამოცხვარი თევზი და სატაცური გადავდოთ თეფშზე, სატაცურს მოვასხათ ცოტაოდენი ბალზამიკო და მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი. ორაგულს ზევიდან დავადოთ დაჭრილი ლიმონი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page