top of page

ფენოვანი ტარტინკები პომიდვრით, პროშუტო და თხის ყველით


ხრატუნა და არომატული ტარტინკები კარგი იქნება საუზმისთვისაც, ლანჩისთვისაც და ვახშამზეც.

დაგვჭირდება:

500 გ ფენოვანი ცომი

3-4 პომიდორი

100 გ თხის ყველი (შაბიშუ, შევრი)

1 თავი ხახვი

100 გ პროშუტო ან ბეკონი

ბაზილიკის ფოთლები(ბეგქონდარა, ორეგანო, ნებისმიერი მწვანილი თქვენი გემოვნებით)

მარილი

წიწაკა

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 ჩ.კ. შაქარი

ხახვი დავჭრათ და გავუკეთოთ კარამელიზაცია. მოვხრაკოთ ზეთში, თან დავუმატოთ 1 ჩ.კ. შაქარი.

პომიდორი დავჭრათ სიბრტყეზე. ასევე ყველიც.

გავაბრტყელოთ ცომი და გამოვჭრათ მრგვალი ტარტინკები.

ავაწყოთ ჩვენი ტარტინკები: ჯერ კარამელიზებული ხახვი დავალაგოთ, შემდეგ პროშუტო, ყველი, პომიდორი. ზევიდან მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთით.

გამომცხვარ ტარტინკებს მოვაყაროთ ბაზილიკი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page