top of page

ფოლგაში გამოაცხვარი ორაგული ბოსტნეულთან ერთად


უგემრიელესი და უჯანსაღესი მსუბუქი კერძი, მიირთვით ლანჩზე ან ვახშამზე

დაგვჭრდება:

300 გ ორაგულის ფილე კანის გარეშე

2 პომიდორი

1 თავი ხახვი

2 ცუკინი

2 ბულგარული წიწაკა

1 ჩ.კ. ბეგქონდარა

1 კბილი ნიორი

დანის წვერზე მაიორანი

1 ს.კ. ლიმნის წვენი

მარილი, თეთრი წიწაკა

1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი

ცუკინი დავჭრათ თხელ რგოლებად, პომიდორი დავჭრათ წვრილად, ასევე ბულგარული და ხახვიც. ზეითუნიზ ზეთში ავურიოთ დაჭყლეტილი ნიორი, ბაგქონდარა, მაიორანი, მარილი და წიწაკა, ლიმნის წვენი.

დავალაგოთ ფოლგაზე ბულგარული და ცუკინი, მოვასხათ ცოტაოდენი დრესინგი, შემდეგ დავადით ზევიდან ორაგულის ნაჭერი, ზევიდან მოვათავსოთ პომიდორი და ხახვი და მოვასხათ დარჩენილი დრესინგი.

შევახვიოთ ფოლგაში ჩვენი ორაგული და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page