top of page
Поиск

ღუმელში გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო პარმეზანით

  • Manana
  • 31 мар. 2016 г.
  • 1 мин. чтения

კვერცხში და საფანელში ამოვლებული, კარაქში შებრაწული ყვავილოვანი კომბოსტო უგემრიელესია, მაგრამ ჩვენ დღეს ყავილოვან კომბოსტოს მინიმალური კალორიებით მოვამზადებთ და მივიღებთ ძალიან სასარგებლო და არანაკლებ გემრიელ ვარიანტს ლანჩისთვის ან ვახშმისთვის.

დაგვჭრდება:

1 საშუალო ყვევილოვანი კომბოსტო

50-100 გ პარმეზანი

პატარა კონა ოხარხუში

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

ყვავილოვანი კომბოსტო მოვწალოთ მდუღარე, წყალში 2-3 წუთი. გადავწუროთ და დავანაწევროთ.

საცხობ ფორმას ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი, მოვასხათ ზეთი, დავალაგოთ კომბოსტო და მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი. მარილი არ გვჭირდება, რადგან პარმეზანი საკმაოდ მარილიანია.

შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთით.

შებრაწულ კომბოსტოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page