შებრაწული ქათმის ბარკლები კარტოფილით და პომიდორით
წლევანდელი მარტი კი ზამთრის თვეს უფრო ჰგავს, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვიტეხთ იხტიბარს და საგაზაფხულო რეცეპტებს გთავაზობთ. თან, ახალი კარტოფილი შემოვიდა, და აწი ქარი და წვიმა რას შეგვაშინებს?!
დაგვჭრდება:
6 ცალი ქათმის ბარკალი, თავის გადანახსენით
600-800 გ კარტოფილი (მომცრო ზომის)
500 გ პომიდორი ჩერი
1 ლიმონი
0,5 ჩ.კ. პაპრიკა
მარილი
წიწაკების მიქსი
3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
პატარა კონა ოხრახუში, კამა ან მწვანე ხახვი, თქვენი გემოვნებით
საცხობ ფორმას მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და დავყაროთ კარგად გარეცხილი კარტოფილი. თუ კარტოფილი მოზრდილია, გავჭრათ ისინი შუაზე.
მოვაყაროთ კარტოფილს მარილი.
ქათმის ბარკლები კარგად გავრეცხოთ, გავამშრალოთ და მოვაყაროთ მარილი და წიწაკების მიქსი და პაპრიკა. დავალაგოთ ქათმის ნაჭრები კარტოფილზე, ზევიდან მოვასხათ დარჩენილი ზეთი და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45-50 წუთი.
კარტოფილი და ხორცი რომ მოზადდება, მივულაგოთ მათ პომიდორი ჩერი და თხლად დაჭრილი ლიმნის ნაჭრები.
შევდოთ ღუმელში კიდე 10 წუთით.
გამზადებულ კერძს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!