top of page

ნორვეგიული კალმახი ფორთოხლებით


რამდენიმე დღის წინ მოვამზადე ნორვეგიული კალმახი ფორთოხლებით, გამოვაცხვე ღუმელში. ეს იყო საოცრება! ამიტომ მინდა გაგიზიაროთ მისი მომზადების ჩემებური ვარიანტი. მგონი ყველა მსხვილ მაღაზიაში იყიდება ეს ნორვეგიული კალმახი, ხოდა მეც ვერ ავუარე გვერდი. როგორც კი დავინახე, ჩემს სახლთან მდებარე მაღაზიაში, წარმოვიდგინე თუ რას გავაკეთებდი, ხოდა ვიყიდე 2 კილოიანი ნამდვილად ადვილია მისი მომზადება, რადგან არ ჭირდება ბევრი წმენდა. კარგად გავრეცხე, გავამშრალე და დავაბასტურმე: 50 გრამ კონიაკს დავუმატე ერთი დიდი ლიმნის წვენი და მოვასხი ჩემ თევზს, შემდეგ მუცელში ჩავუტენე მრგვლად დაჭრილი ფორთოხლები, მოვაყარე ბლომად მარილი და შავი პილპილი. გადავახვიე ფოლგაში და ჩავდე მაცივარში მთელი ღამით. შესაძლებელია რამოდენიმე საათითაც დააბასტურმოთ. მეორე დღეს მუცლიდან ამოვუღე ფორთოხლები და ჩავუდე ახალი კანიანად დაჭრილი, ისევ გადავახვიე ფოლგაში და ჩავდგი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად სადღაც 35 წუთით. თევზი მზად როდესაც იქნება გადმოვდოთ დიდ თეფშზე და მოვუწყოთ ოთხად დაჭრილი ფორთოხლები, როდესაც მოიჭრით აუცილებლად მოაწურეთ ზედ ეს ფორთოხალი. ვისაც თევზი უყვარს ვიცი რომ გაიგებს, ეს იყო ნეტარება...

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page