დღესაც ვაგრძელებთ მსუბუქი, დიეტური კერძების სერიას და საუზმესაც ასეთს გთავაზობთ. მიუხედავად იმისა, რომ ნოყიერი და გემრიელია, თამამად შეგიძლიათ მიირთვათ მაშინაც, როცა დიეტას იცავთ.
დაგვჭირდება:
300-400 გ ისპანახი
4 კვერცხი
2-3 პომიდორი
2 კბილი ნიორი
წიწაკა, მარილი-გემოვნებით
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ისპანახს გადავავლოთ მდუღრე წყალი და გადავწუროთ.
ცეცხლგანძლე ფორმებს მოვუსვათ ზეთი და გავანაწილოთ ისპანახი.
პომიდორი დავჭრათ, შევურიოტ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, წიწაკა და გავანაწილოთ ისპანახზე, ზევიდან კი დავახალოთ კვერცხი.
Comments