top of page

გრილზე შემწვარი ქათმის სალათი ანანასით


ეს განსხვავებული და ძალიან გემრიელი სალათი არავის დატოვებს გულგრილს. თამამად შეგიძლიათ მიირთვათ იმ შემთხვევაშიც, თუ წონას უფრთხილდებით.

დაგვჭირდება:

2 ქათმის ფილე

ერთი კონა სალათების მიქსი

6-8 ნაჭერი ანანსი

400-500 გ პომიდორი ჩერი

1 ავოკადო

1 თავი ხახვი

1 ჩ.კ. სოუსი ჩილი (ან რომელიმე სხვა ცხარე სოუსი)

3 ლაიმის წვენი

3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

2 ს.კ. ვაშლის ძმარი

1 ჩ.კ. თაფლი (თუ დიეტოლოგი აგიკრძალავთ, ამოიღეთ რეცეპტიდან)

მარილი

ჩილის სოუსი და 2 ლაიმის წვენი კარგად ავურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ მარილი და ჩავდოთ ამ მარინადში ჩვენი ქათმის მკერდი დაახლოებით 40 წუთით. შევინახოთ მაცივარში.

ამის შემდეგ, გავამშრალოთ ხორცი და შევწვათ გრილზე.

იქვე, გრილზე ოდნავ შევწვათ ანანასი (დაახლოებით 2-3 წუთი ორივე მხრიდან).

ლაიმის წვენი, მარილი, ძმარი, თაფლი კარგად მოვურიოთ.

დავანაწვეროთ სალათის ფოთლები, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, თხლად დაჭრილი ავოკადო, შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი, შემწვარი ანანასი და ქათმის ხორცი. მოვასხათ დრესინგი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page