top of page

ისპანახის სალათი მსხალით და ბროწეულით


ესეც კიდე ერთი მსუბუქი და გემრიელი სალათი სპეციალურად ჩემი მეგბრებისთვის, რომლებიც დიეტას იცავენ.

დაგვჭირდება:

500 გ ქორფა ისპანახი

ერთი კონა რუკოლა

ერთი კონა სხვადსხვა სალათის მიქსი

1 მსხალი

ნახევარი ბროწეულის მარცვლები

50-100 გ ყველი ფეტა

1 ს.კ. ვაშლის ძმარი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილი, შავი წიწაკა-გემოვნებით

კარგად ავურიოთ ერთმანეთს ძმარი, ზეთი, წიწაკა და მარილი.

ისპანახი ჩავყაროთ ადუღებულ წყალში რამოდენიმე წამით, ამივიღოთ და გავაშროთ. დავუმატოთ ისპანახს სალათების მიქსი, თხლად დაჭრილი მსხალი, დაფხვნილი ფეტა და ბროწეული. მოვასხათ დრესინგი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page