კიტრის სალათი ქინძით და ლაიმით
ძალიან გრილი, მსუბუქი და ნამდვილად საზაფხულო სალათი, რომელსაც სულ რამდენიმე ინგრედიენტი სჭრდება.
დაგვჭირდება:
2 კიტრი
2 კბილი ნიორი
პატარა კონა ქინძი
პატარა კონა კამა
1 პატარა მწვანე წიწაკა
3 ს.კ. ლაიმის წვენი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
შავი წიწაკა
მარილი
კიტრი კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ ძალიან თხელ რგოლებად. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კამა და ქინძი, ასევე თხლად დაჭრილი მწვანე წიწაკა.
ზეთი და ლაიმის წვენი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი და შავი წიწაკა, დაჭყლეტილი ნიორი და მოავსხათ ეს დრესინგი ჩვენ სალათს. კარაგდ მოვურიოთ.
გემრიელად მიირთვით!