top of page

სალათი ახალი კარტოფილით და თოხლო კვერცხით

  • 4 апр. 2016 г.
  • 1 мин. чтения

ახალი კარტოფილის სეზონზე ამ სალათის მომზადებაც უნდა მოვასწროთ.

დაგვჭრდება:

4კვერცხი

500გ ახალი კარტოფილი

4 ცალი მომცრო ზომის მჟავე კიტრი

1 პატარა კონა ოხრახუში

პატარა კონა მწვანე ხახვი

პატარა კონა კამა

2 ს.კ. დიჟონის მდოგვი

1 ჩ.კ. თაფლი

6 ს.კ. ზეითუნის ზეთი

3 ს.კ. ვაშლის ძმარი

მარილი

შავი წიწაკა

კარტოფილი კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილწყალში. გავაგრილოთ. კვერცხი მოვხარშოთ ნახევრად თოხლოდ. ცილა უნდა იყოს მაგარი, ხოლო გული ნახევრად რბილი. ამისათვის, ჩავდოთ კვერცხი ცივ წყალში, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვხარშოთ ზუსტად 3 წუთი. მოხარშული კვერცხი გავაგრილოთ ცივ წყალში, ასე ის კარგად გაიფცქვნება.

კარტოფილი გავჭრად შუაზე, ასევე კვერცხიც.

წვრილად დავჭრათ კიტრი, ოხრახუში და მწვანე ხახვი. ავურიოთ ეს ყველაფერი სასალათეში.

ცალკე კარგად გავთქვიფოთ დიჟონის მდოგვი, ზეითუნის ზეთი, ძმარი, თაფლი და წვრილად დაჭრილი კამა. დავუმატოთ მარილი და შავი წიწაკა. მოვასხათ ეს დრესინგი სალათს.

გემრიელად მიირვით!

Комментарии


Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page